არჩევნებამდე 3 დღით ადრე, ნინო ლაცაბიძე და რუსთავის დელეგატი პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი, მაჟორიტარობის კანდიდატებთან და "ქართული ოცნების" პარტიული სიის წევრებთან ერთად, ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ნინო ლაცაბიძემ ბიზნესმენებს რუსთავში განხორციელებული პროექტების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა გააცნო.