06 აგვისტო 2026,   15:39
ვრცლად
საქართველოს განათლების მინისტრმა ბათუმში წარმატებულ პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცა და მადლობა გადაუხადა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ბათუმში წარმატებულ პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცა და თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ყველა რეგიონში 10 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. დასკვნითი ღონისძიება კი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, 27 ოქტომბერს ჩატარდება.

"მონაწილეობა მივიღეთ ბათუმის ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოებაში, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ თითოეული ჩვენგანის მხრიდან არის გამოხატული უდიდესი მადლიერება, პატივისცემა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ათეულობით, ასეულობით და ათასეულობით პატარას ზრდიან, ასწავლიან ცხოვრების სწორ გზას, აძლევენ ძალიან მნიშვნელოვან ცოდნას", - აცხადებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე.

დღის ამბები