08 აგვისტო 2026,   15:50
ვრცლად
სოფელ კაბალთან ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის 123-ე კილომეტრზე, სოფელ კაბალთან, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

შეგახსენებთ, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღიანი წვიმების შედეგად ინფრასტრუქტურის დაზიანებამ გამოიწვია.

დღის ამბები