ჩხოროწყუში ქალაქის დღესასწაულს აღნიშნავენ. ღონისძიებები ქალაქის ცენტრში მიმდინარეობდა, სადაც ჯერ 9 საპატიო ჩხოროწყუელი დააჯილდოვეს, მოგვიანებით კი კონცერტი ჩატარდა.
მიმდებარედ მოწყობილი იყო ეთნოკუთხეები, გამოფენა-გაყიდვა, გაიმართა მეგრული სამზარეულოს მასტერკლასი და სხვადასხვა აქტივობა. დღესვე სოფელ ლესიჭინეში აკაკი ხორავას სახლ-მუზეუმი და ბიუსტი გაიხსნა. ღონისძიებები გალა-კონცერტით დასრულდა.