19 ივნისი 2026,   08:06
ვრცლად
ხმის მიცემის ფარულობისა და ბიულეტენების შენახვის წესის დარღვევა - სადამკვირვებლო ორგანიზაცია მოლდოვაში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში გამოვლენილ დარღვევებზე

ხმის მიცემის ფარულობისა და ბიულეტენების შენახვის წესის დარღვევა, დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლა და მათთვის კენჭისყრის პროცესის მონიტორინგის შეზღუდვა - ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული სადამკვირვებლო ორგანიზაცია Promo-LEX-ი მოლდოვაში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს.

საარჩევნო უბნების გახსნიდან თითქმის 2 საათში, სადამკვირვებლო ორგანიზაციამ 73 განცხადება შეისწავლა, 40 შემთხვევაში კი საარჩევნო წესების დარღვევა დაადგინა, მათ შორის არის საარჩევნო უბანზე უცხო პირთა დაუსაბუთებელი ყოფნა და საჭირო ინვენტარის არარსებობაც.

101-ადგილიანი პარლამენტისთვის 15-მდე პარტია, 4 კოალიცია და 4 დამოუკიდებელი კანდიდატი იბრძვის, თუმცა, წინასწარი გამოკითხვებით, მთავარი დაპირისპირება ორ პოლიტიკურ ძალას შორის გაიმართება, ეს არის მოქმედი პრეზიდენტის, მაია სანდუს პარტია და მისი წინამორბედის, იგორ დოდონის ბლოკი.

კენჭისყრის ბოლო კვირას, არჩევნებში მონაწილეობა ორ პარტიას აუკრძალეს. მასობრივი არეულობის მომზადების ბრალდებით პოლიციამ 74 პირი აიყვანა. კიდევ ერთი სკანდალი კი ე.წ. სომხური კარუსელის სავარაუდო სქემას ეხება, როდესაც ერთ-ერთ სტამბაში კიშინოვის პოლიციამ უკვე შევსებული, ბეჭედ დარტყმული ბიულეტენები იპოვა.

მოლდოვაში მიმდინარე არჩევნებს "კურიერის" გადამღები ჯგუფი აშუქებს.

 

ავტორი: ლუკა ჩანგელია

დღის ამბები