20 აგვისტო 2026,   03:56
ვრცლად
ხონის მუნიციპალიტეტში 55 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდა

შპს "საქართველოს მელიორაციამ" ხონი-სამტრედიის ტერიტორიაზე ახალი მახარაძის გამანაწილებელი არხი ნატანი მასისგან და ბუჩქნარისგან სრულად გაწმინდა.

არხის მოწესრიგების შედეგად, 40 აბონენტის წყალუზრუნველყოფა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ადგილობრივ ფერმერებს მიეცათ შესაძლებლობა, 55 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი დროულად და ეფექტიანად მორწყან.

სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სარწყავი წყლის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში შეუფერხებლად მიმდინარეობს.

დღის ამბები