21 ნოემბერი 2026,   11:00
ვრცლად
სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით 2 პირი დააკავეს, ერთ პირს კი ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით 2 პირი დააკავეს, ერთ პირს კი ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა. 

უწყების ცნობით, ბრალდებულებმა ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული პირის მშობელი მოატყუეს და დაარწმუნეს, თითქოს გავლენიანი ნაცნობების მეშვეობით შეძლებდნენ მისი შვილის საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პატიმრობიდან გათავისუფლებაში დახმარებას:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად, თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ორი პირი დააკავეს, ხოლო ერთ პირს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა.

საქმეზე ჩატარებული კომპლექსური გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული პირის მშობელი მოატყუეს და დაარწმუნეს, თითქოს გავლენიანი ნაცნობების მეშვეობით შეძლებდნენ მისი შვილის საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პატიმრობიდან გათავისუფლებაში დახმარებას.

აღნიშნული საბაბით, ბრალდებულებმა დაზარალებულს 270 000 ლარი გამოართვეს და მიითვისეს.

სამართალდამცველებმა ორი პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს, ერთ პირს კი ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,"- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. 

დღის ამბები