აშშ-ის სახელმწიფო მდივნი, მარკო რუბიო აცხადებს, რომ სახიფათო იქნება, თუ შეერთებული შტატების, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის რეგულარული დიალოგი არ იარსებებს.
რუბიომ, ტრამპის სამმხრივი შეხვედრა სი ძინპინთან და ვლადიმერ პუტინთან დადებითად შეაფასა.
მისი თქმით, მსგავსი შეხვედრები დიპლომატებს შორის დიალოგის გაგრძელებისთვის მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის.
"თუ ამ ლიდერებს ერთმანეთთან ურთიერთობის დამყარება, დიალოგის წარმოება და პოზიტიური ურთიერთობების შენარჩუნება არ შეეძლებათ, ისეთი შედეგის მიღწევა იქნება შეუძლებელი, რომელიც სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნისა და მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის," -განაცხადა მარკო რუბიომ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეფასებით, უმაღლეს დონეზე ურთიერთობების განვითარება დიპლომატებს აძლევს შესაძლებლობას, განაგრძონ მუშაობა საერთაშორისო პრობლემების გადასაჭრელად.