20 ნოემბერი 2026,   23:11
ვრცლად
ტრამპი: ჩვენ გავმართეთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო სამიტი ბოლო წლების განმავლობაში, ეს იყო აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებს შორის გამართული პირველი სამმხრივი შეხვედრა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ჩინეთში რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებთან გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მას პუტინთან და სი ძინპინთან ფანტასტიკური ურთიერთობა აქვს.

"პუტინთან და სი ძინპინთან ფანტასტიკური ურთიერთობა მაქვს. ამის წყალობით, ჩვენი ქვეყანა უსაფრთხოდაა,"- აღნიშნავს ტრამპი.

ტრამპმა სამმხრივი შეხვედრის ისტორიულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ყურადღება სამმხრივ სამშვიდობო დეკლარაციაზე გაამახვილა.

"ჩვენ გავმართეთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო სამიტი ბოლო წლების განმავლობაში. ეს იყო აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებს შორის გამართული პირველი სამმხრივი შეხვედრა"- განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დღის ამბები