19 ნოემბერი 2026,   19:40
ვრცლად
პუტინის განცხადებით, ყირიმის ხიდზე უკრაინის მიერ განხორციელებული დარტყმების პასუხი გაცილებით მტკივნეული იქნება

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ყირიმის ხიდზე განხორციელებულ თავდასხმებზე რუსეთის პასუხი გაცილებით მტკივნეული იქნება.

"ვფიქრობ, ჩვენი საპასუხო მოქმედებები გაცილებით მტკივნეული იქნება, ვიდრე ის, რაც კიევის რეჟიმმა ხიდთან დაკავშირებით განახორციელა“, - განაცხადა პუტინმა.

ცნობისთვის, უკრაინის ძალებმა ოკუპირებული ყირიმისა და რუსეთის დამაკავშირებელ ხიდს დღეს მესამედ დაარტყეს. შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა. დანგრეულია ხიდის კონსტრუქცია. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო აცხადებს, რომ სპეციალისტები ზარალს აფასებენ. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

დღის ამბები