18 ნოემბერი 2026,   21:40
ვრცლად
გიორგი ზურაბაშვილისა და მიხაილ გალუზინის შეხვედრა 19 ნოემბერს მინსკში გაიმართება

გიორგი ზურაბაშვილისა და მიხაილ გალუზინის პირველი შეხვედრა 19 ნოემბერს მინსკში გაიმართება.

ამის შესახებ ინფორმაცია "რუსთავი 2-ს" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.

"რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე გიორგი ზურაბაშვილსა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინს შორის პირველი შეხვედრა გაიმართება 2026 წლის 19 ნოემბერს მინსკში", – განაცხადეს მთავრობის ადმინისტრაციაში.

დღის ამბები