17 ნოემბერი 2026,   23:22
ვრცლად
600-ზე მეტი საჯარო სერვისი ერთ სივრცეში - წალენჯიხის მოსახლეობა სახელმწიფო მომსახურებით სარგებლობას ახალ იუსტიციის სახლში შეძლებს

600-ზე მეტი საჯარო სერვისი ერთ სივრცეში - წალენჯიხის მოსახლეობა სახელმწიფო მომსახურებით სარგებლობას ახალ იუსტიციის სახლში შეძლებს. ქალაქში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ფილიალის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს. პროექტის დასრულების შემდეგ ადგილობრივები სხვადასხვა სერვისს ერთ სივრცეში, კომფორტულ გარემოში მიიღებენ.

რეგიონებში იუსტიციის სახლის ახალი ფილიალების გახსნა სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და კვალიფიციური მომსახურების მიღებას ისახავს მიზნად. ახალი შენობა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. წალენჯიხაში, სამშენებლო სამუშაოებს დღეს ადგილობრივი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები გაექცნენ.

პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების შესაძლებლობასაც შექმნის. ახალი იუსტიციის სახლის გახსნის შემდეგ წალენჯიხაში დამატებითი სამუშაო ადგილები გაჩნდება, რაც ადგილობრივ მცხოვრებლებს დასაქმების საშუალებას მისცემს.

წალენჯიხის ახალი იუსტიციის სახლი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში რიგით მე-16 ფილიალი იქნება. ამ დროისთვის რეგიონში იუსტიციის სახლის 15 ფილიალი ფუნქციონირებს, მათ შორის მესტიაში, აბაშაში, მარტვილსა და სენაკში. ქვეყნის მასშტაბით კი მოსახლეობას იუსტიციის სახლის 128 ფილიალი ემსახურება.

ავტორი: ჟანა აკოფაშვილი

დღის ამბები