18 ნოემბერი 2026,   19:55
ვრცლად
თბილისში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გაიხსნა - ყიფშიძის ქუჩაზე, მამაკაცის მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებული პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი

ვაკეში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გაიხსნა. "კურიერის" ინფორმაციით, ყიფშიძის ქუჩაზე მოკლულია 80 წლამდე მამაკაცი. მას ჭრილობები ერთ-ერთი კორპუსის პარკინგზე ცივი იარაღით მიაყენეს. მკვლელობას წინ უძღოდა კონფლიქტი.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

დღის ამბები