18 ნოემბერი 2026,   21:49
ვრცლად
ვაკეში მომხდარი მკვლელობა - "კურიერმა" საქმის დამატებითი დეტალები მოიპოვა, ცნობილია დაკავებულის ვინაობა და დანაშაულის სავარაუდო მიზეზი

მკვლელობა მოხდა ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე. მოკლულია 77 წლის ვახტანგ ჩიქოვანი, მას სასიკვდილო დაზიანებები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. დანაშაული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე გახსნეს და 60 წლის მამაკაცი დააკავეს.

"კურიერის" ინფორმაციით, დაკავებულია გელა არობელიძე. ის ამ დრომდე პოლიციის განყოფილებაში იმყოფება. მის მიმართ სამართლებრივი პროცედურები ტარდება.

სისხლიანი ანგარიშსწორების კონკრეტული დეტალები "კურიერისთვის" ცნობილია. ირკვევა, რომ მოტივი წარსულში მომხდარ უთანხმოებაა. ვახტანგ ჩიქოვანი და გელა არობელიძე ერთმანეთს მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე შეხვდნენ, სიტყვიერი დაპირისპირება, მალევე მათ შორის ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.

შინაგანს საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები და სამართალდამცველები მუშაობენ.

დღის ამბები