18 ნოემბერი 2026,   23:09
ვრცლად
ნინო წილოსანი: ვისაც უნდოდა მოხალისედ უკრაინაში წასვლა, შეეძლო ინდივიდუალურად წასულიყო. მაშინ რას ითხოვდნენ ჩვენგან? ოპონენტები ლამაზი "ვორდინგით" ცდილობდნენ ქვეყანა ჩაერთოთ ომში

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა, "ღამის კურიერის" ეთერში, უკრაინაში მოხალისეების გაგზავნის საკითხზე ისაუბრა, რომელიც 2022 წელს ოპოზიციის მხრიდან მოთხოვნა და პოლიტიკური დავის საკითხი გახდა.

ნინო წილოსანის განცხადებით, რასაც ოპონენტები მოითხოვდნენ, იყო, რომ სახელმწიფოს მოხალისეების გაგზავნა დაეორგანიზებინა ან სამთავრობო თვითმფრინავით გადაეყვანა, რაც, თავის მხრივ, სამხედრო კონფლიქტში პირდაპირ ჩართვას ნიშნავდა. წილოსანის შეფასებით, ეს მოთხოვნა ოპოზიციის მხრიდან იყო დიდი მავნებლობა.

"რაც შეეხება მოხალისეების გაგზავნას, წარმოიდგინეთ, როგორი დახელოვნებულები არიან ტყუილში და თაღლითობაში. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც უნდოდა მაშინ უკრაინაში წასვლა, შეეძლო ინდივიდუალურად წასულიყო. მაშინ რას ითხოვდნენ ჩვენგან? - ზუსტად იმას, რომ საქართველოს ოფიციალურად გაეგზავნა ჩარტერი, სადაც იქნებოდა სამედიცინო პერსონალი, ასევე, მებრძოლი ადამიანები და მოხალისეები, რომლებიც იმ საომარ პროცესებში ჩაერთვებოდნენ. ზუსტად ეს არის მათი მხრიდან ყველაზე დიდი მავნებლობა, რომ ამ ვითომ რაღაცა ლამაზი "ვორდინგით" შეფუთული, ცდილობდნენ, რომ ქვეყანა ჩაერთოთ ნამდვილად ომში," - განაცხადა ნინო წილოსანმა.

დღის ამბები