18 ნოემბერი 2026,   22:23
ვრცლად
ლიდერთა შეხვედრაზე განვიხილავთ როგორ გავაღრმავოთ ეკონომიკური თანამშრომლობა და შევქმნათ ახალი შესაძლებლობები, ჩვენი მიზანია, ძალისხმევა კონკრეტულ შედეგებად ვაქციოთ - სი ძინპინი ტრამპთან და პუტინთან დაგეგმილ სამმხრივ ისტორიულ შეხვედრაზე

ჩინეთის ქალაქ შენჟენში, APEC-ის სამიტის ფარგლებში, ვლადიმერ პუტინი, დონალდ ტრამპი და სი ძინპინი ერთმანეთის პირისპირ დასხდებიან. ჩინეთის, რუსეთისა და შეერთებული შტატების ლიდერების ამ დაანონსებულ შეხვედრას მსოფლიო მედიამ უკვე უწოდა "ახალი იალტის კონფერენცია". სამი გლობალური ზესახელმწიფოს ლიდერების პირისპირ შეხვედრა ისტორიაში პირველად ხდება. სამმხრივი მოლაპარაკება დახურულ ფორმატში წარიმართება.

შეხვედრის ოფიციალური პროგრამა მხარეებს წინასწარ არ შეუთანხმებიათ. პეკინმა განაცხადა, რომ ლიდერები მსოფლიო მშვიდობის დაცვისა და სტრატეგიული სტაბილურობის საკითხებს განიხილავენ. ტრამპი ირწმუნება, რომ დღის წესრიგში უკრაინაში ომის დასრულების საკითხს დააყენებს.

"ლიდერთა შეხვედრაზე განვიხილავთ, თუ როგორ გავაღრმავოთ ეკონომიკური თანამშრომლობა და შევქმნათ ახალი შესაძლებლობები. ჩვენი მიზანია, ეს ძალისხმევა კონკრეტულ შედეგებად ვაქციოთ. მოუთმენლად ველი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში თანამშრომლობის გეგმების განხილვას", - აცხადებს ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი.

დღის ამბები