19 ნოემბერი 2026,   17:26
ვრცლად
ზურაბ რურუა მიხეილ სააკაშვილზე: მისი მხრიდან ჩვენი საამაყო ფეხბურთელების შეურაცხყოფა ამორალური საქციელია

მიხეილ სააკაშვილი კვლავ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს აკრიტიკებს. მას შემდეგ, რაც ექსპრეზიდენტმა დაწერა, რომ ნაკრების გულშემატკივრობას წყვეტს, ის კიდევ ერთ სტატუსს აქვეყნებს და ამჯერად გიორგი მამარდაშვილს და ნაკრების ფეხბურთელებს ქრთამის აღებას აბრალებს. "საქართველოს არასდროს ჰყოლია ასეთი სუსტი ნაკრები და ეს იმის შედეგია, რომ ამ ფეხბურთელებმა ქრთამი აიღეს რუსეთის სატრაპისგან", - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მსგავსი ცილისმწამებლური განცხადებები არ უკვირთ.

პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ რურუამ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, რომელსაც არანაირი ემპათია არ გააჩნია, ეს ბრალდება ყოვლად მიუღებელი და ამორალური საქციელია.

"ყოვლად მიუღებელი იყო მისი მხრიდან ეს განცხადება - როდესაც ჩვენს საამაყო სპორტსმენებს და ფეხბურთელებს, რომლებიც არიან ჩვენი ერის სიამაყე და ისტორიის დამწერები, მათ შეურაცხყოფა მიაყენო და მექრთამეები, გაყიდულები უწოდო... ეს არის ამორალური საქციელი, რა თქმა უნდა, იმ ადამიანის მხრიდან, რომელსაც არანაირი ემპათია არ გააჩნია არც ხალხის, არც ქვეყნის მიმართ", - აღნიშნავს ზურაბ რურუა.

დღის ამბები