19 ნოემბერი 2026,   00:00
ვრცლად
ნინო წილოსანი: "ნაცმოძრაობას" შეწირული გახარია, რომელიც იმისთვის გადადგა, რომ ნიკა მელია გადაერჩინა, ეს პოლიტიკური გუნდი თავიანთი წარმომადგენლებით არ არიან საკონსტიტუციო სარჩელში მოხვედრის ღირსნი? რა თქმა უნდა, არიან

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი "ღამის კურიერის" ეთერში საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს და 5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საკითხს გამოეხმაურა. მან ყურადღება პარტია "გახარია საქართველოსთვის" როლსა და მათ წარსულზე გაამახვილა.

ნინო წილოსანის შეფასებით, ეს პოლიტიკური გუნდი სრულად იმსახურებს საკონსტიტუციო სარჩელში მოხვედრას.

"4 ოქტომბრამდე მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მათ მიმართაც იყოს ეს საკონსტიტუციო სარჩელი?! - "ნაცმოძრაობას" შეწირული გახარია, რომელიც იმისთვის გადადგა და იმისთვის უღალატა საკუთარ გუნდზე აღარ ვსაუბრობ, ქვეყანას, რომ რაღაც არეულობაში და დესტაბილიზაციაში მოხვედრილიყო, რათა ნიკა მელია გადაერჩინა. ანუ, ეს პოლიტიკური გუნდი, თავიანთი წარმომადგენლებით არ არიან საკონსტიტუციო სარჩელში მოხვედრის ღირსნი?! - რა თქმა უნდა, არიან.

გახარიაც ზუსტად "ლელოს" მსგავსად, "ნაცმოძრაობის" იდეოლოგიური მოკავშირე იყო. მათ 4 საკრებულოში შეუკრეს კოალიცია და პირიქით, ამაყობდნენ ამით, რომ "ნაცმოძრაობას" მისცეს ოპერირების საშუალება. წარმოიდგინეთ, იმ დანაშაულების შემქმნელ, იმ მწამებლური სისტემის შემქმნელ პოლიტიკურ პარტიას მისცეს საშუალება, რომ 4 მუნიციპალიტეტში გადაწყვეტილების მიმღებები ყოფილიყვნენ და ამით ამაყობდნენ. ანუ, ეს პარტია შეიძლება ითქვას, რომ რაიმეთი განსხვავდება "ნაცმოძრაობისგან"? უკაცრავად, რომ ცოტა მოგვიანებით შეიქმნა, მაგრამ, რაც მთავარია, შეიკრა "ნაცმოძრაობასთან" და ზუსტად ეს არის მათი დანაშაული და ბრალეულობა და არა მხოლოდ", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

დღის ამბები