თბილისში ახალგაზრდებისთვის დასაქმების ფორუმი გაიმართა. ღონისძიებაზე 100-ზე მეტი აქტიური ვაკანსიით და სტაჟირების პროგრამით, 25-ზე მეტი კომპანია იყო წარმოდგენილი. ფორუმში მონაწილეობდნენ "ახალგაზრდული სახლის" ბენეფიციარები, მათ შორის, სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში მყოფი და ზრუნვიდან გასული, სოციალური მხარდაჭერის მიმღები პირები. ღონისძიება ღია იყო 18-დან 29 წლამდე ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით დასაფასებელია ქართული ეკლესიის მხარდაჭერა და ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სურვილი, უმოკლესი გზები იპოვონ დასაქმებისთვის, ეს პროექტები მათთვის მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება.
"ახალგაზრდები, რომლებმაც უნდა დაიმკვიდრონ ცხოვრებაში საკუთარი ადგილი, მათთვის დასაქმების საკითხებში მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან არის განსაკუთრებულად ღირებული. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებულად ღირებული და დასაფასებელია ქართული ეკლესიის მხარდაჭერა ცალკეული ჯგუფების. ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ინტერესი, სურვილი, რომ დასაქმდნენ და ამგვარად გაიკაფონ ცხოვრებაში გზა, მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ უმოკლესი გზები იპოვონ დასაქმებისთვის, შესაბამისად, ვფიქრობ, ასეთი პროექტები მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება." - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.