19 ნოემბერი 2026,   21:55
ვრცლად
ბრალდება ფეხბურთელებს - სააკაშვილმა მიზანში ამჯერად საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ამოიღო

მსჯავრდებულმა და ბრალდებულმა ექსპრეზიდენტმა მიზანში ამჯერად საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ამოიღო. მიხეილ სააკაშვილმა საპატიმროდან ნაკრები გააკრიტიკა და გიორგი მამარდაშვილსა და სხვა ფეხბურთელებს ამჯერად ქრთამის აღება დააბრალა.

ცილისწამება და უსაფუძვლო ბრალდებები - ასეთია სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის შეფასება პატიმარი სააკაშვილის განცხადებაზე. მიხეილ აბაიშვილი ყველას მოუწოდებს, რომ ფეხბურთელებს თავდასხმის ნაცვლად მხარი დაუჭირონ.

"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილისა და მისი პარტიის კრიტიკა ქართველ ფეხბურთელებს შემართებას არ დაუკარგავს და საფეხბურთო ნაკრები გულშემატკივრებს წარსულის მსგავსად მომავალშიც ბევრჯერ გაახარებს.

ოპოზიციის ნაწილისთვის სააკაშვილის მხრიდან ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კრიტიკა მიუღებელია. პატიმარი ექს-პრეზიდენტის თანაპარტიელებმა კი ლიდერის განცხადების გამართლება უშედეგოდ სცადეს.

სპორტში მარცხი ხშირად კიდევ უფრო დიდი გამარჯვების საწინდარია - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქსტატუსზე. "ქართული ოცნების" განცხადებით, პატიმარი სააკაშვილის კრიტიკა კიდევ ერთი დასტურია, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" სძულს საქართველოს ყველა მიღწევა.

მიხეილ სააკაშვილმა საპატიმროდან ცეცხლი სპორტსმენებს რამდენიმე დღის წინაც გაუხსნა. ფეხბურთელები გააკრიტიკა და დაწერა, რომ ნაკრების გულშემატკივრობა შეწყვიტა.

დღის ამბები