ფონიჭალაში ნანგრევებიდან, მეოთხე ადამიანის ცხედარი ამოასვენეს.
ფონიჭალაში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია უკვე 10 საათია მიმდინარეობს. მაშველები კორპუსის ნანგრევებში კიდევ 2 ადამიანს ეძებენ.
მანამდე მათ ნანგრევებიდან სამი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს, საიდანაც ორი ქალია, ერთი კი ბავშვი.
ცოტა ხნით ადრე კი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა ნანგრევებიდან 3 წლის თაია უვნებელი ამოიყვანეს.
სამძებრო სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ევაკუირებულია მოსახლეობა. თბილისის მერის ინფორმაციით, შესაბამისმა სამსახურმა დაასრულა კორპუსის შემოწმება მდგრადობაზე.
შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი და კერა იდენტიფიცირებულია.
მეხუთე სართულზე მცხოვრებმა მოქალაქემ განაცხადა, რომ ღამით გაზქურის ჩართვას უშედეგოდ ცდილობდა, დილით გაზის ანთება ახლიდან სცადა რასაც აფეთქება მოჰყვა. წინასწარი ინფორმაციით, მას გაზქურის ონკანი ღია დარჩა.