19 ნოემბერი 2026,   20:18
ვრცლად
გიორგი ხახუბია: მკაცრად მოვუწოდებ ყველას, პატივი სცენ ჩემი ძმის ხსოვნას, პატივი სცენ ჩემი ოჯახის ტრაგედიას და ჩემი ძმის ტრაგედიას ნუ გამოიყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის

საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე კამათი იყო.

"ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების პერიოდში ჩადენილ სისტემურ დანაშაულებზე საუბრის დროს, მმართველი გუნდის წევრებმა ანა წითლიძის რეპლიკა გააპროტესტეს, რომელმაც ყოფილი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას შვილის დაღუპვა ახსენა და ფაქტი ქართულ ოცნებას დაუკავშირა.

მოსარჩელე მხარის წარმომადეგლების განცხადებით, მსგავსი განცხადებები მიუღებელია, რადგან ოპონენტები ადამიანური ტრეგედიის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობენ.

მოგვიანებით სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა დეპუტატმა გიორგი ხახუბიამ.

"მკაცრად მოვუწოდებ ყველას, პატივი სცენ ჩემი ძმის ხსოვნას, პატივი სცენ ჩემი ოჯახის ტრაგედიას და ჩემი ძმის ტრაგედიას ნუ გამოიყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის!" - დაწერა მან სოციალურ ქსელში.

დღის ამბები