ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თბილისში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების გამო, - ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
"გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ იმ ოჯახებს, რომლებმაც საყვარელი ადამიანები დაკარგეს. ჩვენი ფიქრები ამ ტრაგედიით დაზარალებულ ყველა ადამიანთანაა. დაშავებულებს კი სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ", - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში დღეს გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. უბედური შემთხვევის შედეგად ნანგრევებში შვიდი ადამიანი იყო მოყოლილი. თავდაპირველად მაშველებმა ნანგრევებიდან მცირეწლოვანი გოგონა ამოიყვანეს. გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ნანგრევებიდან ხუთი ადამიანის ცხედარია ამ დორისთვის ამოიყვანილი.
მაშველები ნანგრევებში მოყოლილ ერთ ადამიანს ეძებენ.