21 ნოემბერი 2026,   11:30
ვრცლად
ალიევი: პატივცემულო პრეზიდენტო, ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით, გულწრფელ სამძიმარს გიცხადებთ თქვენ, დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, ასევე მთლიანად ქართველ ხალხს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმარს უცხადებს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

"პატივცემულო პრეზიდენტო, ღრმად შეგვძრა თბილისში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ გავრცელებულმა ცნობამ. ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით, პირადად ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით, გულწრფელ სამძიმარს გიცხადებთ თქვენ, დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, ასევე მთლიანად ქართველ ხალხს. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ,"- აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარი ტრაგედიის შედეგად 6 პირი გარდაიცვალა, 5 კი დაშავდა. დაშავებულები კლინიკაში რჩებიან. შემთხვევის ადგილზე კვლავ მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები. ძებნა-შველის 15-საათიანი უწყვეტი ოპერაცია გვიან ღამით დასრულდა, საგამოძიებო მოქმედებები კი ამ დრომდე გრძელდება.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.

დღის ამბები