19 აგვისტო 2026,   12:58
ვრცლად
ნებისმიერი ნაბიჯი, რომელსაც "ქართული ოცნება" ქართველი ხალხის მხარდაჭერით დგამს, მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს - არჩილ გორდულაძე

პრემიერის ვრცელი ანალიზის შემდეგ, ისტორიულ და დღევანდელ გეოპოლიტიკურ პროცესებს პოლიტიკოსები აფასებენ. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ, დღეს არსებული გამოწვევების ფონზე, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ სწორად გაიაზროს ისტორიაც და უახლესი წარსულიც.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, თითოეული ქვეყანა თავისი ინტერესებიდან გამომდინარე დგამს თითოეულ ნაბიჯს, შესაბამისად, საქართველომაც ნებისმიერ ფორმატში იმაზე უნდა ისაუბროს, თუ რა იქნება მისი ინტერესებისთვის სასარგებლო.

"თითოეული ქვეყანა თავისი ინტერესებიდან გამომდინარე დგამს თითოეულ ნაბიჯს. შესაბამისად, ქვეყნები არ იყოფა, ვთქვათ, მეგობრებად, ძალიან მეგობრებად თუ დაპირისპირებულებად. თითოეული ქვეყნის მიმართულებით ყოველთვის უნდა ვიფიქროთ, რომ ეს, მათი ნებისმიერი განცხადება იქნება, პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა ნაბიჯი, საკუთარი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება. ჩვენც, საქართველოს გვაქვს შესაძლებლობა, ისევ და ისევ, ქართული საზოგადოების მხარდაჭერით და ჩვენი გუნდის მყარად დგომით, ერთიანად დგომით, რომ ვისაუბროთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე და ყველა ქვეყანასთან ურთიერთობისას ნებისმიერ ფორმატში, ღია თუ დახურულ კარს მიღმა, ყოველთვის ვისაუბროთ, თუ რა არის ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის აუცილებელი, აწმყოსთვის აუცილებელი და რა არის ჩვენი ქვეყნის ინტერესი. შესაბამისად, ნებისმიერი გადადგმული ნაბიჯი, რასაც "ქართული ოცნება" ქართველი ხალხის მხარდაჭერით დგამს, არის მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე გადადგმული ნაბიჯები, მიუხედავად იმისა, თუ რომელიმე მოწინააღმდეგე ძალა, გარედან მიღებული დავალების შესაბამისად, აგენტურულად ცდილობს, რომ დააზიანოს ეს ინტერესები", - განაცხადა არჩილ გორდულაძე.

დღის ამბები