28 ნოემბერი 2026,   21:34
ვრცლად
მოსკოვის არათანმიმდევრული მიდგომა და თბილისის კითხვები - რა მიზანი აქვს ამჯერად რუსეთს, როდესაც, ქართული ღვინის კომპანიების დასანქცირების ფონზე, უნივერსიტეტების დაძმობილების ინიციატივით გამოდის?

"ქართული ოცნების" წევრებს მოსკოვის არ ესმით. არც იმ არგუმენტის, თუ რატომ განაგრძობს რუსეთი ქართული ღვინის კომპანიების დასანქცირებას და, ამავდროულად, რატომ ითხოვს უნივერსიტეტების დაძმობილებას? - მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ რუსეთის ეს პოზიცია ოპოზიციას აძლიერებს და ხელისუფლების ოპონენტების რეინკარანაციას უწყობს ხელს.

ქართულ ღვინოს რომ ხარისხთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვს, ამაში ქართველი მეღვინეები დარწმუნებული არიან. ამიტომაც, კომპანიების დასანქცირებასთან დაკავშირებით, მოსკოვის გადაწყვეტილება ამ დრომდე გაუგებარია და მიაჩნიათ, რომ ზიანის მომტანია ქვეყნისთვის, რომელიც ღვინის სამშობლოა.

რუსული სანქციებისგან ქართული კომპანიების გათავისუფლება იყო მინსკში რამდენიმე დღის წინ გამართული შეხვედრის მიზანი, თუმცა შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. ოფიციალურმა მოსკოვმა არათუ სანქციები მოხსნა, არამედ კიდევ 2 კომპანიის შეზღუდვაც დააანონსა. ოფიციალური მოსკოვის უარგუმენტო დამოკიდებულება კანონმდებლებს ეჭვს უჩენს და რიტორიკას ოპოზიციის მხარდაჭერასთან აკავშირებენ. ხელისუფლების ოპონენტები კი ბრალდებებს უარყოფენ.

მმართველი გუნდის წევრების განცხადებით, რუსულ საქმეს ქვეყანაში ემსახურებოდა და დღემდე ემსახურება "ნაციონალური მოძრაობა" და მისი ლიდერი. უმრავლესობის განცხადებით, 2008 წლის ომის შემდეგ რუს ტურისტებს ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე სწორედ მიხეილ სააკაშვილი ხვდებოდა, რომლის პრეზიდენტობის დროსაც სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები რუსულ მხარეზე გასხვისდა, ქართველ სამხედროებს ომის უმძიმესი დანაშაულები დაბრალდა და რომელმაც თავად აღიარა, რომ "ვარდების რევოლუციის" უკან რუსეთის იმჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი იდგა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრა პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა მინსკში, 19 ნოემბერს გამართა.

დღის ამბები