28 ნოემბერი 2026,   21:43
ვრცლად
"ეს ოპოზიციის აქცია არ არის. ბოლო პერიოდში ჩვენ ვხედავთ ანტისახელმწიფოებრივი გაერთიანებების, რადიკალი ექსტრემისტების გამოსვლას სახელმწიფოს წინააღმდეგ" - გიორგი სოსიაშვილი

ოპოზიციის მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში შეფასებები კეთდება. საკითხს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სოსიაშვილი ეხმაურება და ამბობს, რომ დაგეგმილი შეკრება არა ოპოზიციის, არამედ ანტისახელმწიფოებრივი გაერთიანებებისა და რადიკალი ექსტრემისტების გამოსვლაა სახელმწიფოს წინააღმდეგ.

"ეს ოპოზიციის აქცია არ არის. ჩვენ ვხედავთ ამ ბოლო პერიოდში ანტისახელმწიფოებრივი გაერთიანებების, რადიკალ ექსტრემისტების გამოსვლას სახელმწიფოს წინააღმდეგ. რას აპროტესტებს ეს ხალხი? მშვიდობას აპროტესტებს? რომელიც ქვეყანაში არსებობს ამ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და რამაც მოიტანა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, ნაბიჯ-ნაბიჯ ვითარდება ჩვენი სახელმწიფო და ძალიან თვალსაჩინოა ეს ყველაფერი. ამას აპროტესტებენ? ეს არის ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული ძალების მიერ დაგეგმილი აქცია და მობეზრებული აქვს უკვე ხალხს ამათი დანახვაც კი, არამცთუ აქციაზე მისვლა. ვინ მივა იმ აქციაზე და რა უნდა გააპროტესტოს, წარმოდგენა არა მაქვს. სახელმწიფოს გააჩნია ძალიან მყარი ბერკეტები იმისათვის, რომ ნებისმიერ ანტისახელმწიფოებრივ გამოვლინებას და გამოხტომას უპასუხოს ძალიან მკაცრად", - განაცხადა  გიორგი სოსიაშვილმა. 

დღის ამბები