თავისუფლების მოედანზე, ამ წუთებში, ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მხარდამჭერების შესაკრებად, მათ ორი ადგილი შეარჩიეს: "ნაციონალური მოძრაობა" და მათი აქტივისტები ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ, სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან.
აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ ბანერები, ტრადიციულად, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი პოსტერები ჭარბობს.
თვე-ნახევრიანი მოწოდებებისა და ანონსის მიუხედავად, ოპოზიციურმა პარტიებმა თანამოაზრეების ის რაოდენობა ვერ შეკრიბეს, რაზეც ისინი განცხადებებში აქტიურად საუბრობდნენ.