სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია “სახელმწიფო უსაფრთხოების” სამაგისტრო პროგრამაზე სტუდენტებს 2026 წელს მიიღებს.
მსურველები სამაგისტრო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებას შეძლებენ აკადემიის ოფიციალურ ვებგვერდზე.
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 60 ECTS კრედიტს, წელიწადში – 60 კრედიტს, სემესტრში – 30 კრედიტს. შესაბამისად, სამაგისტრო პროგრამის სტანდარტული ხანგრძლივობა 2 სემესტრს შეადგენს - 1 აკადემიურ წელს.