ჩვენი ამოცანა სასამართლოსთან დაკავშირებით რა არის, რომ სახელმწიფომ შეინარჩუნოს სუვერენიტეტი სასამართლო ხელისუფლების მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
პრემიერის თქმით, რაც ხდება, მაგალითად მოლდოვაში, უკრაინაში, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი.
„რაც შეეხება სასამართლო რეფორმას, მე მინდა მაინც განმარტებები გავაკეთო სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით. ერთი - ამ რეფორმის, ე.წ. რეფორმის ინიციატივების, რაც მოდიოდა უცხოური ორგანიზაციების მხრიდან და მათ შორის პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან, ამ ყველაფრის მიზანი იყო სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდება გარე ძალების მხრიდან, მათ შორის ეს იყო ასახული 9-პუნქტიან გეგმაში, 12-პუნქტიან გეგმაში ე.წ. ვეტინგის სახით. ვეტინგამდე იყო სხვა ირიბი მცდელობები. საბოლოო ჯამში, ჩვენი ამოცანა სასამართლოსთან დაკავშირებით რა არის, რომ სახელმწიფომ შეინარჩუნოს სუვერენიტეტი სასამართლო ხელისუფლების მიმართ. რაც ხდება, მაგალითად მოლდოვაში, უკრაინაში, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, რაც ხდება სხვა ქვეყნებში, როცა ნონა წოწორია არჩევს მოლდოვის მოსამართლეებს, ეს არის, არ ვიცი, სადღა არის ქვეყნის სუვერენიტეტი, ღირსებაზე რომ აღარ ვისაუბროთ. ეს არ გვინდა ჩვენ ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.