08 აგვისტო 2026,   18:20
ვრცლად
სასაზღვრო პოლიციამ საზღვრის უკანონოდ კვეთისთვის უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავა

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის მცდელობისა და უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე, სასაზღვრო პოლიციამ უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავა. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ "კირნათისა" და "სარფის" დასაცავ მონაკვეთებზე ჩატარდა.

გამოძიების ინფორმაციით, ერთი გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის მიმართულებით, უკანონოდ ცდილობდა საზღვრის გადაკვეთას, ორმა კი უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი. ერთ-ერთი სატვირთო ავტომანქანაში იყო დამალული. დანაშაული 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები