14 აგვისტო 2026,   13:16
ვრცლად
EBRD-ის მონაცემებით, საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაუმჯობესდა, მოლდოვას და უკრაინის შემთხვევაში კი მაჩვენებელი შემცირებულია

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD)-მა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა და მაჩვენებელი 1 პროცენტული პუნქტით, 7%-მდე გაზარდა. 

EBRD-ის მიერ გამოქვეყნებული მიმოხილვის მიხედვით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატ არაერთ ქვეყანას. მაგალითისთვის, მოლდოვას შემთხვევაში, ეკონომიკური ზრდის პროგნოზის მაჩვენებელი 1,5%-ს შეადგენს, უკრაინა კი 2,5%-იან ნიშნულზეა.

ამასთან, ორივე ქვეყნის შემთხვევაში, პროგნოზი შემცირებულია (მოლდოვა - პროგნოზი შემცირდა - 0.3%-ით; უკრაინა - პროგნოზი შემცირდა - 0.8%-ით).

დღის ამბები