19 სექტემბერი ქართული სამხედრო ავიაციის დღეა. ღონისძიება ალექსეევკას სამხედრო საჰაერო ბაზაზე ჩატარდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პირად შემადგენლობას პროფესიული დღე მიულოცა.
ცერემონიალის დაწყებამდე, ირაკლი ჩიქოვანმა და გიორგი მათიაშვილმა გვირგვინით შეამკეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი.
ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. წარმატებულ სამხედრო მოსამსახურეებს უწყებრივი მედლები გადაეცათ.
"დღევანდელ თარიღს გილოცავთ ქართული ავიაციის ერთიან და მტკიცევ გუნდს - სამხედრო მფრინავებს, ინჟინრებს, მექანიკოსებს, მართვის ოფიცრებს, ყველა იმ ადამიანებს, ვინც ღირსეულად ემსახურებით ქართულ სახელმწიფოს. დღევანდელ დღეს ასევე ვულოცავ სამხედრო ავიაციის ვეტერანებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული ავიაციის განვითარებაში. ჩვენი მთავრობა აგრძელებს მუშაობას ჩვენი ჯარის მობილურობის გასაზრდელად და თქვენთვის უკეთესი სამუშაო და სასწავლო, საყოფაცხოვრებო პირობების შესაქმნელად. დღეისათვის წარმატებით ხორციელდება საავიაციო შესაძლებლობების მოდერნიზება, ინერგება თანამედროვე მართვისა და კონტროლის, კომუნიკაციის სისტემები“, - აცხადებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი.