პარტია "გახარია საქართველოსთვის" ჩოხატაურის ორგანიზაციის წევრმა, დაბა ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლალი წიქარიძემ (ამავე პარტიის პროპორციული სიის მე-3 ნომერი) საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
"იმედინიუსის" ინფორმაციით, წიქარიძემ ჩოხატაურის #62-ე საარჩევნო ოლქს, მისი კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით,15 სექტემბერს განცხადებით მიმართა.