19 აგვისტო 2026,   12:36
ვრცლად
მდიდარი NGO-ები ყიდულობდნენ ათასგვარ ატრიბუტიკას, ურიგებდნენ მომიტინგეებს და აქეზებდნენ, რომ ძალადობრივი აქციები განეხორციელებინათ. ნუ ნერვიულობენ, ვისაც დანაშაული არ ჩაუდენია, მას ბრალს არ წაუყენებენ - თენგიზ შარმანაშვილი

"მდიდარი NGO-ები ყიდულობდნენ ათასგვარ ატრიბუტიკას, ურიგებდნენ მომიტინგეებს და აქეზებდნენ, რომ ძალადობრივი აქციები განეხორციელებინათ. ნუ ნერვიულობენ, ვისაც დანაშაული არ ჩაუდენია მას ბრალს არ წაუყენებენ," - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, ასეთ ვითარებაში პროკურატურა ვალდებულია ბოლომდე გამოიძიოს და შეისწავლოს ეს საკითხები, რამდენად იყო ეს საბოტაჟი, ვინ მონაწილეობდა ამაში.

"მდიდარი NGO-ები ფინანსდებოდნენ ამ ორგანიზაციებისგან - USAID-ისგან, NED-ისგან და სხვა ორგანიზაციებისგან, ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის მიზნით. რა თქმა უნდა, ეს ჩანს მათი ნამოქმედარისგან. ისინი ყიდულობდნენ ათასგვარ ატრიბუტიკას, ურიგებდნენ მომიტინგეებს და აქეზებდნენ, რომ ძალადობრივი აქციები განეხორციელებინათ ხელისუფლების წარმომადგენლებისა და შენობების წინააღმდეგაც კი. თქვენ იცით, რომ ხანძარიც კი გააჩინეს საქართველოს პარლამენტში. რა თქმა უნდა, ასეთ ვითარებაში პროკურატურა ვალდებულია ბოლომდე გამოიძიოს და შეისწავლოს ეს საკითხები, რამდენად იყო ეს საბოტაჟი, ვინ მონაწილეობდა ამაში და ა.შ.

ახლა ისინი ნერვიულობენ, რომ თითქოს შევიწროება მოხდება სამოქალაქო საზოგადოების და ა.შ. ყველა კარგად აცნობიერებს, რომ განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ იქნება ეს გამოძიება. ასე რომ ნუ ნერვიულობენ, ვისაც დანაშაული არ ჩაუდენია მას ბრალს არ წაუყენებენ," - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, მეორე დღეა შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები დაყადაღებულია. თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა გუშინ დააკმაყოფილა. საფუძველი აქციის მონაწილეთა სპეციალური საშუალებებით აღჭურვა გახდა, რომელიც პროკურატურის ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაციების სახსრებით ხდებოდა, ასევე, მოწოდებები დაუმორჩილებლობისკენ. NGO-ები, რომლებიც ფინანსურ ტრანზაქციებს ვეღარ ახორციელებენ უსაფუძვლო ბრალდებებზე საუბრობენ, თუმცა ISFED-ის ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა და დაადასტურა, რომ დონორების ფულით საკუთარი თანამშრომლებისთვის აირწინაღები იყიდა. განცხადება გაავრცელეს სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც.

დღის ამბები