08 აგვისტო 2026,   15:51
ვრცლად
საქართველოს სასამართლოს შესახებ, მორიგი დადებითი ანგარიში გამოქვეყნდა - დიმიტრი გვრიტიშვილი ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის ანგარიშზე

ევროკომისია ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის 2024 წლის ანგარიშის ფარგლებში სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსს ავრცელებს. ამ შეფასებით, საქართველო მსოფლიოში 36-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, დიმიტრი გვრიტიშვილმა ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის 2024 წლის ანგარიში შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოს სასამართლოს შესახებ, მორიგი დადებითი ანგარიში გამოქვეყნდა.

გვრიტიშვილის თქმით, ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშები ცალსახად ადასტურებს, რომ საქართველოს სასამართლოები აჩვენებენ ევროპული სახელმწიფოების მაჩვენებელს და ევროკავშირისა და ნატო-ს რიგ წევრ ქვეყნებს უსწრებენ კიდეც.

"მორიგი დადებითი ანგარიში გამოქვეყნდა საქართველოს სასამართლოების შესახებ. თანაც, ანგარიში ეკუთვნის ავტორიტეტულ სტრუქტურას. მინდა, განვმარტო საზოგადოებისთვის, რომ სასამართლო სისტემაში კორუფცია მხოლოდ ქრთამის მიცემობის საკითხს არ უკავშირდება. კორუფცია არის ნებისმიერი უკანონო გავლენის არსებობა - არ არსებობის საკითხი. ევროკომისიის თავის ამ ანგარიშით ადასტურებს, რომ კორუფცია რადგან პრაქტიკულად არ არსებობს, აქედან გამომდინარე, არ არსებობს ჩემი კოლეგა მოსამართლეების მიმართ რაიმე გარე თუ შიდა ზეგავლენის თუ ზემოქმედების ბერკეტი. ამ ბოლო, 3 დღის განმავლობაში, ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშები ცალსახად ადასტურებს, რომ საქართველოს სასამართლოები აჩვენებენ ევროპული სახელმწიფოების მაჩვენებელს და ევროკავშირისა და ნატო-ს რიგ წევრ ქვეყნებს უსწრებენ კიდეც დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის მაჩვენებლით. დღევანდელმა კვლევამ დაადასტურა, რომ კორუფციის რისკების არსებობის თვალსაზრისითაც, საქართველოს საკმაოდ წარმატებული ადგილი უჭირავს", - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

 

 

 

დღის ამბები