19 აგვისტო 2026,   12:31
ვრცლად
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ადამიანის უფლებების შესახებ 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა - დოკუმენტი ეხება სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ ვითარებას, მათ შორის არის საქართველოც

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ადამიანის უფლებების შესახებ 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტი ეხება სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ ვითარებას, მათ შორის არის საქართველოც. ანგარიშში საუბარია როგორც პოზიტიურ შეფასებებზე, ასევე პრობლემებზე.

მათ შორის, საუბარია ახლად მიღებულ კანონებზე, გამოხატვისა და გაერთიანების უფლებებზე, დაკავებებზე, ძალადობაზე და ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა, სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებების შესახებ 2024 წლის ანგარიში შეაფასა და მოუწოდა აშშ-ს, თავიანთ შეფასებებში  კონკრეტულ ფაქტებს დაეყრდნონ და ინფორმაცია ოფიციალურ პირებთან გადაამოწმონ. 

"მისასალმებელია ის მცდელობა, რომ შეძლებისდაგვარად, პოლიტიკური მდგენელი იყოს გამოტანილი მსგავსი ტიპის ანგარიშებიდან. თუ ჩვენ შევადარებთ წინა წლების ანგარიშს, ჩვენ ვნახავთ მკვეთრად შემცირებულ პროპაგანდისტულ ხაზს. მივესალმებით იმ პოზიტიურ შეფასებებს, რომლებიც არის ამ ანგარიშში ნახსენები, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფოს ძალისხმევა და მცდელობა, რომ მაქსიმალურად დროულად და ეფექტიანად იყოს გამოძიებული ყველა ტიპის საქმე, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს ადამიანის უფლებების დარღვევებს. თუმცა, საერთო ჯამში, ჩვენ ვთვლით, რომ არის არაერთი მონაკვეთი, რომელიც ეფუძნება არა ფაქტებს, არამედ აღქმებს, სხვების ანგარიშებს. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ აშშ-ს, რომ მაქსიმალურად, თავიანთ შეფასებებში დაეყრდნონ კონკრეტულ ფაქტებს, გადაამოწმონ ოფიციალურ პირებთან და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთონ განცხადებები. ჩვენ მზად ვართ ამ მიმართულებით აშშ-თან მჭიდრო თანამშრომლობისთვის", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

 
დღის ამბები