რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ქვეყნის რეგიონებში ღამით 121 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დრონები ჩამოაგდეს კრასნოდარის მხარეში, ბრიანსკის, ბელგოროდის, ვორონეჟისა და სარატოვის ტერიტორიაზე, ასევე - აზოვის ზღვის თავზე და ოკუპირებულ ყირიმში.
სარატოვის ოლქის გუბერნატორის თქმით, დრონი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში დაეცა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა.