საქართველოს მთავრობამ გრანტის გაცემის მიზნობრივი პროგრამები დაამტკიცა. დემოკრატიული ინსტიტუტები, ადამიანის უფლებები, საგარეო პოლიტიკა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება - 12 პრიორიტეტი განსაზღვრულია.
სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტომ საჯარო კონკურსი უკვე გამოაცხადა. საზოგადოებრივი ორგანიზაციებს დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადის შევსება, მომდევნო სამი კვირის განმავლობაში შეეძლებათ.
საგრანტო კონკურში მონაწილეობის მისაღებად ემზადება საზოგადოებრივი ორგანიზაციების ნაწილი. ამბობენ, რომ სახელმწიფო გრანტების სამართლიანი და გამჭვირვალე გადანაწილება, ქვეყანაში ძლიერი და საზოგადოების ინტერესებზე მორგებული არასამთავრობო ორგანიზაციების გარანტი გახდება.
უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე საუბრობს ლევან ჟორჟოლიანი. მთავრობის ადმინისტრაციის თავმჯდომარის თქმით, უცხოეთიდან მიღებული გრანტები ხშირად, არა საზოგადოების ინტერესებისთვის, არამედ პოლიტიკური მიზნებისთვის იხარჯება.
სახელმწიფოს ბიუჯეტიდან არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის 20 მილიონი ლარის ოდენობის გრანტები გაიცემა. საჯარო კონკურსში მონაწილეობა მსურველებს 11 აგვისტომდე შეუძლიათ.
ავტორი: ნანა გოგატაძე.