"ქალბატონმა თეამ [წულუკიანმა] დაასახელა იმ პირების ბედი, რომელთა სიკვდილით დასჯაში ეჭვი არ ეპარება ნანუკა ჟორჟოლიანს. მოიტანოს აბა დოკუმენტები, აქედან მივა დოკუმენტები, რომ ეს არ მომხდარა, ამ ფაქტს ადგილი არ ჰქონია," - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
როგორც შარმანაშვილმა აღნიშნა, კანონმდებლობის შეცვლის შემდეგ, ის ადამიანები პასუხს აგებენ, ვინც სხვას ცილს დასწამებენ.
"ძალიან მარტივი თემაა, ამას მოსამართლეც არ სჭირდება, მეათე კლასელი, წესიერი ადამიანიც კი განიხილავს ამას, როდესაც იკითხავს, ეს მოხდა თუ არ მოხდა, ეს ხალხი დაიხვრიტა თუ არ დაიხვრიტა. როგორი წესიც ჰქონდათ ადრე, იმას მიეჩვივნენ, მოდი, მე შენ დაგაბრალებ რაღაცას ცილს დაგწამებ და ვინაიდან მტკიცების ტვირთი შენზეა მერე, ამტკიცე, რომ არ ხარ დინოზავრი ან ზვიგენი. ახლა მართალია კანონმდებლობა შეიცვალა, მაგრამ ეტყობა ის ძველი მენტალიტეტი ისევ მოჰყვებათ, რომ მტკიცების ტვირთი თავიანთი კი არაა, იმ ადამიანის კისერზე გადადის, ვისაც რაღაც დააბრალეს. ასე აღარ გამოვა, ასეთ ცილისწამებებზე პასუხს აგებენ," - აღნიშნა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს უჩივის. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანა. წულუკიანის განცხადებით, ჟორჟოლიანმა გამოაქვეყნა სია, სახელწოდებით: წულუკიანის მამის მიერ დახვრეტილი ხალხი. როგორც თეა წულუკიანი განმარტავს, დასახელებული პირებიდან 15 ადამიანი დღესაც ცოცხალია, ერთი პირი მამის სიკვდილის შემდეგ გარდაიცვალა, ზოგი კი მას შემდეგ, რაც საქართველომ სიკვდილით დასჯა გააუქმა.