08 აგვისტო 2026,   20:37
ვრცლად
საქართველოში ხორბლის მოსავლის აღება აქტიურ ფაზაშია - ალოობა კახეთიდან დაიწყო

საქართველოში ხორბლის მოსავლის აღება აქტიურ ფაზაშია - საპროგნოზო მაჩვენებელი 200 000 ტონაა. ალოობა კახეთიდან დაიწყო. კახეთში იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე და სოფლის მეურნეობის მინისტრი.

შალვა პაპუაშვილი და დავით სონღულაშვილი დედოფლისწყაროში, ხორბლისა და ქერის შემნახველ საწარმოში მეხორბლე ფერმერებს შეხვდნენ და ალოობის მიმდინარეობის საკითხები განიხილეს.

"სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალური მობილიზებაა ყველა მექანიზაციის, კომბაინები სრულად არის მობილიზებული იმისთვის, რომ შეუფერხებლად მიმდინარეობდეს მოსავლის აღება. ამისთვის შექმნილია საკოორდინაციო შტაბი, რომელიც ეხმარება ფერმერებს იმისთვის, რომ თანმიმდევრულად, ორგანიზებულად მოხდეს მათი ყანების აღება. საშუალო საჰექტრო მოსავლიანობა შარშანდელზე უკეთესია. ამასთან დაკავშირებით, პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამები, რომელსაც ვახორციელებთ, ხელს უწყობს ამაში," - ამბობს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, დავით სონღულაშვილი.

 

 

 

დღის ამბები