19 აგვისტო 2026,   15:55
ვრცლად
ცდილობენ, საზოგადოებას თვალებში ნაცარი შეაყარონ და შექმნან ისეთ რეალობა, თითქოს "კოლექტიური ნაცმოძრაობა" არ არსებობს, არის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და ცალკე პარტიები - დავით მათიკაშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ოპოზიცია ერთმანეთისკენ თითის გაშვერით კიდევ ერთხელ ცდილობს, საზოგადოებას თვალებში ნაცარი შეაყაროს და, 2024 წლის მსგავსად, მოატყუოს.

მისი თქმით, ოპოზიცია ოპოზიცია მითითებებს გარედან ირებს და მათ გარე პატრონები ცდილობენ, ამ პროცესით ოპოზიციის რებრენდინგი მოახდინონ.

"ეს ძალები რეალურად საკუთარ თავს არ წარმოადგენენ. სინამდვილეში, აქ კიდევ ერთხელ ხდება იგივე მცდელობა, რასაც 2024 წელს ჰქონდა ადგილი. ცდილობენ, საზოგადოებას თვალებში ნაცარი შეაყარონ და შექმნან ისეთ რეალობა, რომ თითქოს "კოლექტიური ნაცმოძრაობა" არ არსებობს, არის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და არის კიდევ ცალკე პარტიები, როლებსაც აქვთ რაღაც შუაშისტური პოლიტიკური მიმართულება და ისინი არ არიან ასოცირებულნი ამ სადისტურ, ტირანულ, კრიმინალურ პოლიტიკურ დაჯგუფებასთან, რომელსაც ჰქვია "ნაციონალური მოძრაობა". ახლა ხდება ამ მოცემულობის ხაზგასმის ჭრილში საზოგადოების მოტყუების კიდევ ერთი მცდელობა - ერთმანეთისკენ თითის გაშვერა, რაც მათი პატრონების აზრით საზოგადოების მკაფიოდ გამიჯნავს არჩევნების დროს და მოხდება რებრენდინგის პირობებში რადიკალური ოპოზიციის გადაჯგუფება იმ პარტიებში, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებენ. ეს არის თითიდან გამოწოვილი ტყუილი და საზოგადოება რომ ამას არ დაიჯერებს, უნდა იცოდნენ", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დღის ამბები