19 აგვისტო 2026,   16:34
ვრცლად
"ბატონი გახარიას და "ლელოს" რეიტინგიც დრამატულად არის შემცირებული და მოსახლეობის დიდმა ნაწილმა აღიქვა, რომ ეს ოთხივე პარტია კოლექტიურ "ნაციონალურ მოძრაობას" წარმოადგენს" - ლევან მაჭავარიანი

რას ემსახურება განხეთქილება ოპოზიციაში - "ქართულ ოცნებაში" დაპირისპირების მიღმა გარე ძალების ინტერესებს ხედავენ. მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ ეს ერთი დიდი გეგმის ნაწილია, რომელიც პოლიტიკური სცენიდან "ნაციონალების" გაქრობას და მათი შედარებით ახალი სახეებით ჩანაცვლებას გულისხმობს.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ გარე ძალები ფსონს "ნაციონალურ მოძრაობაზე" ვეღარ დებენ.

"გარე უფროსები, უკვე წინა არჩევნებზე მიხვდნენ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" იმდენად სამარცხვინოა როგორც ბრენდი, იმდენად ასოცირებულია სისხლიან რეჟიმთან, რასაც ვერ წაუშლიან, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წლის განმავლობაში ცდილობდნენ, რომ ამაში დახმარებოდნენ. ისინი ფსონს "ნაციონალურ მოძრაობაზე" ვეღარ დებენ. "ახალიც", რომელიც თითქოს შეასაღეს თითქოს საზოგადოებას წინა არჩევნებზე, როგორც ახალი წარმოქმნილი ძალა, ამაშიც დარწმუნდნენ, რომ საზოგადოება კარგად აღიქვამს, რომ ზუსტად ერთი და იგივე ძალაზეა საუბარი, "ახალის" და "ნაციონალური მოძრაობის" შემთხვევაში. თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არიან ისეთი მოქალაქეები, რომლებიც დღეს ვერ აღიქვამენ იმას, რომ "ლელოც" და ბატონი გახარიას პარტიაც, აბსოლუტურად ერთი და იგივე ვერტიკალიდან იმართებიან, იგივე ვერტიკალიდან, საიდანაც იმართება "ნაციონალური მოძრაობა", "ახალი" და ა.შ. ამიტომ ვეძახით კოლექტიურ "ნაციონალურ მოძრაობს". აქედან გამომდინარე, სურთ, რომ გამიჯნონ "ნაციონალური მოძრაობა" და ახალი, "ლელოსგან" და გახარიას პარტიისგან. თუმცა, კონკრეტულად ბატონი გახარიას და "ლელოს" რეიტინგიც დრამატულად არის შემცირებული და ჩვენი მოსახლეობის დიდმა ნაწილმა აღიქვა, რომ ეს ოთხივე პარტია კოლექტიურ "ნაციონალურ მოძრაობას" წარმოადგენს," - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

 

 

 

დღის ამბები