19 აგვისტო 2026,   15:58
ვრცლად
პოლიციელზე თავდასხმისთვის დაკავებული ზვიად რატიანის საქმე - მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ოპოზიცია, მესამე სექტორი და მათი პარტნიორები ცდილობენ, რატიანის ქმედებას პოლიტიკური ელფერი მისცენ

მმართველი გუნდი პოლიციელზე თავდასხმისთვის დაკავებული ზვიად რატიანის საქმეზე საუბრობს და აცხადებს, რომ ოპოზიცია, მესამე სექტორი და მათი პარტნიორები ცდილობენ, რატიანის ქმედებას პოლიტიკური ელფერი მისცენ მაშინ, როდესაც მისი მხრიდან სამართალდამცველზე ძალადობის ვიდეო-მტკიცებულებაც არსებობს. 

ოპოზიციას გამოძიებასთან კითხვები აქვს. პოლიტიკურ პარტიებში რატიანს პოლიტპატიმრად მიიჩნევენ. რა ვითარებაში მოხდა პოლიციელზე თავდასხმა, გადაიღო ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ, თუმცა, ჟურნალისტებმა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი თქვეს. მიზეზი ნინო ჯანგირაშვილმა სოციალურ ქსელში თავად განმარტა. მისი ეს გადაწყვეტილება კი, მმართველ გუნდისთვის კიდევ ერთი დასტურია, რომ კონკრეტული მედიასაშუალება მიკერძოებულია.

შსს-ს ინფორმაციით, ზვიად რატიანმა საპატრულო პოლიციის თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა 23 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიაყენა. სამართალდამცველებმა ის იმავე დღეს დააკავეს. რატიანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღკვეთის ღონისძიების სახით ზვიად რატიანს სასამართლომ პატიმრობა გუშინ შეუფარდა.

დღის ამბები