ისრაელის მედიის ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მისი გამოცხადებიდან 3 საათში დაირღვა - ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა, - ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქვეყნის დიდ ქალაქებში განგაშის სიგნალი ჩაირთო.
ჯერჯერობით განმარტება არ გაუკეთებია ირანულ მხარეს. მანამდე, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადება დონალდ ტრამპმა გააკეთა. ამერიკის პრეზიდენტის ინფორმაცია დაადასტურეს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის და "ცახალის" წარმომადგენლებმაც.
ორივე მხარე ამბობდა, რომ 12-დღიანი დაპირისპირების ყველა მიზანი მიღწეულია.