08 აგვისტო 2026,   19:30
ვრცლად
აფხაზეთის მთავრობის ახალი თავმჯდომარე ვალერი არქანიას სახელობის არტ გალერეაში, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ახალგაზრდებს შეხვდა

აფხაზეთის მთავრობის ახალი თავმჯდომარე ვალერი არქანიას სახელობის არტ გალერეაში, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ახალგაზრდებს შეხვდა. გიორგი ჯინჭარაძემ ახალგაზრდების როლსა და პოტენციალზე ისაუბრა, ასევე მოისმინა მათი ინიციატივები.

„გავეცანი სხვადასხვა გამოწვევებს, მათ დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრებები, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სამომავლოდ, აუცილებლად, აფხაზეთის მთავრობა გაეცნობა მათ მიერ წარმოდგენილ ინიციატივებს, ხედვებს, რჩევებს და ამ ფორმატში ჩვენ ძალიან კარგ ინიციატივებს განვახორციელებთ“, - აცხადებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე.

დღის ამბები