08 აგვისტო 2026,   20:45
ვრცლად
უკანონო სახერხი საამქრო და სამი ერთეული უნებართვო სანახშირე - ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა სამართალდარღვევის ფაქტები გამოავლინეს

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში სამართალდარღვევის ფაქტები გამოავლინეს. საუბარია უკანონო სახერხ საამქროსა და სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე აღმოჩენილ სამ ერთეულ უნებართვო სანახშირეზე.

ერთი მათგანი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, მეორე კი თიანეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობდა. ორივე მათგანი დაილუქა, მასალები კი სარეალიზაციოდ ადგილობრივ "საქმიან ეზოებშია" გადატანილი. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები.

დღის ამბები