თბილისში წიგნის "არტთერაპია" პრეზენტაცია ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობა მენტალური ჯანმრთელობის სფეროს არაერთმა ექსპერტმა მიიღო.
წიგნი მიზნად ხელოვნების ფსიქოთერაპიაში ინტეგრაციას ისახავს და განკუთვნილია როგორც სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის, ასევე ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.