გურიის რეგიონში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა - რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება. დასრულების ეტაპზეა სოფლების - ცხემლის ხიდის, დვაბზუსა და მშვიდობაურის წყალმომარაგებისთვის მიმდინარე სამუშაოები.
ასევე, აქტიურად გრძელდება ქვემო ნატანებში რამდენიმე უბნის სისტემის მშენებლობაც. ამ დროისთვის, გურიის რეგიონში 117 მილიონი ლარის ღირებულების 7 პროექტი ხორციელდება.