08 აგვისტო 2026,   15:50
ვრცლად
"ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - გადაამოწმეთ მისამართი

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ივნისს ზოგიერთ აბონენტს, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება.

3 ივნისს, 10:00-დან 10:15 საათამდე და 12:45-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭოპორტი, ბიწმენდი, საგურამო, ჯიღაურა, არაშენდა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ დიღომში დიდგორის, წერეთლის, ბარათაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში გველეთი, დარიალი, ლარსი და მიმდებარე სოფლებში.

სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

დღის ამბები